fbpx
საბერძნეთი

უპრეცენდენტო შემთხვევა და გაოგნებული პოლიციელები, რომლებმაც ერთ-ერთი მძღოლი გააჩერეს

გაზეთი “Ελευθερία” უპრეცენდენტო შემთხვევის შესახებ წერს, რომელიც ლარისაში მოხდა. პოლიციის ოფიცრები თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც ერთ-ერთი მანქანის მძღოლი გააჩერეს და ალკოტესტის გავლა სთხოვეს.

ირკვევა, რომ ის სახიფათო მანევრებს აკეთებდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პოლიციამ მისი შემოწმება.

37 წლის მამაკაცმა ტესტის გავლისას ჩაბერა და აპარატი გაიჭედა. ალკოჰოლის იმ დონის ზემოქმედების დაფიქსირება, რომელშიც მამაკაცი იყო, აპარატმა ვერ შეძლო და ამის გამო მწყობრიდან გამოვიდა.

როგორც ოფიცრები ამბობენ, ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში არ ჰქონიათ და მამაკაცს თავისუფლად შეეძლო სხვების და საკუთარი სიცოცხლეც ემსხვერპლა, რადგან უგონოდ ნასვამი იყო.

ცხადია, მამაკაცი დააკავეს და მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ მას არც მართვის მოწმობა არ ჰქონდა და წარსულში ხშირად ჰქონია ამავე მიზეზით პოლიციასთან პრობლემები.

onalem

ტესტ