fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში დაღუპული ალბანელი ბიჭის ცხედრის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დედამ აღმოაჩინა, რომ მის შვილს გული და ტვინის ნაწილი არ ჰქონდა

“ჩემი შვილის დაღუპვა ბერძენი ექიმის ბრალია. ის სრულიად ჯანმრთელი იყო და ახლაც არ ვიცი რა მოხდა. უკეთესია, ვიცოდე სიმართლე, მითხრან, რომ დაუშვეს შეცდომა, ნაცვლად იმისა, რომ დამცინონ,” ამბობს ქალბატონი ზანეტი, რომელმაც საკუთარი შვილის გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ, ჯერ კიდევ არ იცის, რის გამო დაკარგა ის.

25 წლის სპარტაკო მაზი ტირანას საავადმყოფოში ჭარბი წონის პრობლემის გამო მივიდა, რათა კუჭის ოპერაცია გაეკეთებინა. სისხლის ანალიზების აღების შემდეგ, ექიმებმა თქვეს, რომ მას პრობლემა ჰქონდა, მიუხედავად ამისა, დაინიშნა ოპერაცია.

იმ მომენტისთვის ტირანას ამ კონკრეტულ კლინიკაში იმყოფებოდა ბერძენი ექიმიც, რომელიც ალბანელებთან თანამშრომლობდა და უთხრა, რომ ოპერაციას 1, 30 საათი დასჭირდებოდა, მაგრამ რეალურად პროცესი 3 საათი გაგრძელდა.

ოპერაციის შემდეგ სპარტაკოს მდგომარეობა დამძიმდა და ბერძენმა ექიმმა მისი საბერძნეთში, კერძოდ, თავის კლინიკაში გადმოყვანის რეკომენდაცია გასცა, რასაც ოჯახი დათანხმდა და სწორედ ჩამოყვანის დროს, საზღვრის კვეთის შემდეგ ბიჭი, ფაქტობრივად, გზაში გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ ცხედრის ალბანეთში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ბიჭს შინაგანი ორგანოები არ ჰქონდა, რაზეც, ცხადია, არც ოჯახთან შეთანხმებულა ვინმე და არც რაიმე კანონიერი პროცედურა შესრულებულა, დონორობის თვალსაზრისით. მას ამოცლილი აქვს გული და ტვინის ნაწილი.

ახალგაზრდის დედას ეჭვი აქვს, რომ ეს ყველაფერი ორგანოებით უკანონო ვაჭრობას უკავშირდება და სწორედ ამიტომ ითხოვდა დაჟინებით ბერძენი ექიმი პაციენტის თავის კლინიკაში განთავსებას.

გარდაცვლილის და იმასაც ამბობს, რომ მისი ძმის საავადმყოფოდან სასწრაფოდ გაყვანას ცდილობდნენ, რომ იქ არ დაღუპულიყო და პასუხისმგებლობა მათ არ დაკისრებოდათ, ხოლო სასწრაფო დახმარების მანქანას, რომლითაც ის საბერძნეთში გადაჰყავდათ, ელემენტარული აღჭურვილობაც კი არ ჰქონდა, მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

აღსანიშნავია, რომ ბერძენი ექიმი ინციდენტის შემდეგ უკვალოდ არის გამქრალი.

onalem

ტესტ