fbpx
პოზიტივისაზოგადოება

“გრუსაკა” – პრინცმა ჩარლზმა სამეფო სტილის ბერძნული “მუსაკა” დაამზადა

პრინცმა ჩარლზმა სამეფო სტილის ბერძნული “მუსაკა” დაამზადა. “გრუსაკა”! კერძში ცხვრის ნაცვლად ფრინველის, კერძოდ, როჭოს ხორცია გამოყენებული.

14 ნოემბერს პრინცს 70 წელი შეუსრულდა. საკუთარ დაბადების დღეზე მან აღნიშნა, რომ “გრუსაკა” მისი ერთ-ერთი საყვარელი კერძია.

ჟურნალ Country life-ის უკანასკნელ გამოცემაში, უელსის პრინცი საუბრობს თავის სიყვარულზე საკვების მიმართ. აქვე წარმოდგენილია მისი ერთ-ერთი ფავორიტი კერძის, დაკეპილი ხოხბის ხორცის ღვეზელის რეცეპტი.

პრინცმა განაცხადა, რომ ეს რეცეპტი ერთ-ერთი ნაცნობისგან ისწავლა და ღვეზელი, მართლაც რომ ძალიან გემრიელია.

“ცოტა ხნის წინ როჭოს ხორცის “მუსაკა” გამოვიგონე. არ არის აუცილებელი ყოველთვის ცხვრის ხორცით დამზადდეს. მეორენაირად მას “გრუსაკა” დავარქვი.”

ბევრი ადამიანის გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ უელსის პრინცისთვის ზეთისხილი იტალიიდან ჩამოაქვთ და არა საბერძნეთიდან – ქვეყნიდან, სადაც მისი მამა დაიბადა.

პრინცს არ გაუმხელია “გრუსაკას” რეცეპტი, თუმცა, სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა სამეფო კერძის მომზადების მცდელობის ამსახველი ფოტოები.

 

 

ბევრმა ბრიტანელმა უელსის პრინცი როჭოზე შეუსაბამო ნადირობისთვის გააკრიტიკა, რომლის მიზანი მხოლოდ “გრუსაკას” მომზადება იყო.

 

სხვებმა კი აღნიშნეს, რომ პრინცს რეალურ სამყაროსთან შეხება აქვს დაკარგული.

 

 

 

onalem

ტესტ