fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: უკრაინელი სტუდენტი ამბობს, რომ ომის დაწყების შემდეგ უნივერსიტეტში სიარული შეწყვიტა

საბერძნეთში, რომ რუსული პროპაგანდა აქტიურად მუშაობს, ცნობილი ფაქტია, თუმცა, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ გავრცელებული განცხადება ცხადყოფს, რომ ვითარება ტრაგიკულ დონემდეა მისული. საუბარია გოგონაზე, რომელიც შიშის, ფსიქოლიგიური წნეხის და ზოგადად შექმნილი კლიმატის გამო ლექციებზე აღარ დადის, ცხადია, ეს მას შემდეგ, რაც მის ქვეყანაში ომი დაიწყო.

კატერინა სალონინა ამბობს, რომ აქამდეც ესმოდა საუბრები იმის შესახებ, რომ უკრაინა ნაცისტური მთავრობის მიერ იმართებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, დაიწყო მისი პრობლემებიც.

“უნივერსიტეტში სიარულისას ვხედავდი პლაკატებს ულტამემარცხენეებისგან, რომ ომში მხოლოდ ევროკავშირი და ნატოა დამნაშავე და რუსეთს სხვა არჩევანი არ ჰქონდა. შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს მთავრობას. კიევში ვსწავლობდი კინოწარმოებას, ახლა კი თესალონიკში გავდივარ კურსებს, მაგრამ არ ვიცი, მინდა თუ არა იმ უნივერსიტეტის დიპლომი, რომელიც არ იღებს განსხვავებულ აზრს,” ამბობს ის.

კატერინას თქმით, აღარ უნდა ლექციებზე სიარული, რადგან თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

 

onalem

ტესტ