fbpx
რელიგიასაზოგადოება

მღვდელმა საკუთარი “Porsche” ბავშვებს თოკებით ატარებინა

სოციალური მედიისა და საზოგადოებრივი აზრის ძლიერი რეაქცია გამოიწვია მღვდლის ქმედებამ კუნძულ მალტაზე, რომელმაც პოზიციაზე დანიშვნის აღსანიშნავად, ბავშვებს სთხოვა, რომ თოკებით გამოეწიათ იგი, სანამ თავად მღვდელი ხალხს თავისი “Porsche” ავტომობილიდან ესალმებოდა.

ჯონ სულტანა ვალეტაში, ერთ-ერთ ტაძარში დაინიშნა მღვდლის პოზიციაზე, რომელიც “ტრადიციული მოგზაურობისთვის” მოემზადა. მან გახსნა “Porsche” კარი, გადმოვიდა და ნელი ნაბიჯებით დაიწყო სვლა, რომლის დროსაც ლოალისტებს ესალმებოდა. ათობით ბავშვი კი, ვალდებული იყო მღვდლის ძვირადღირებული “Porsche” თოკებით “ეტარებინათ” დედაქალაქის ულამაზეს ქუჩებში.

Times of Malta-ს ინფორმაციით, ისტორიულად, ეს “აღლუმი” ტრადიციულ დღესასწაულს წარმოადგენდა გოზოს რეგიონის ზოგიერთი მღვდლისთვის. თუმცა, კრიტიკა, რომელიც ჯონ სულტანას სიმდიდრის თვალსაჩინო წარმოჩენაზე საუბრობს, ძალიან ძლიერია.

მალტის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორი, რენე კამელიერი ამ აღლუმს “ნაგავს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ გმობს ყველას, ვისთვისაც მოსაწონი იყო ეს სურათი, თუ როგორ მიჰყავს “Porsche-ზე ამხედრებული” მღვდელი ბავშვებს. “ეკლესიაში, ამჟამად, დიდი სიცარიელეა და ჩვენ ნამდვილად არ უნდა ველოდოთ მრევლის მოზიდვას, თუ ამგვარი სისულელეების კეთებას გავაგრძელებთ,” – აღნიშნა პროფესორმა.

onalem

ტესტ