fbpx
საზოგადოება

კრეტაზე მოკლული სუზან იტონის ოჯახი ბერძენ მოხალისეებს დიდ თანხას გადაურიცხავს

ამერიკელი მეცნიერის, სუზან იტონის ოჯახმა საოცარად ჰუმანური განცხადება ახლახანს გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი დიდ თანხას გადაურიცხავენ კუნძულ კრეტაზე მომუშავე ბერძენ მოხალისეებს, რომლებიც გარდაცვლილ ქალს რამდენიმე დღე სრული დატვირთვით ეძებდნენ.

შეგახსენებთ, რომ 60 წლის ამერიკელი ბიოლოგი, სუზან იტონი, 27 წლის ხანიელმა, იანის პარასკაკისმა გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა. ის უკვე დაპატიმრებულია და უმკაცრესი სასჯელით დაისჯება.

სუზან იტონი საერთაშორისო დონის მეცნიერი იყო და მისმა ამბავმა მსოფლიო მოიცვა. მას ჰქონდა უამრავი დამსახურება ბიოლოგიის სფეროში და ხანიაშიც სწორედ მეცნიერული მიზნების გამო იმყოფებოდა.

 

onalem

ტესტ