fbpx
საზოგადოება

ტრაგედია ათენში: 20 წლის გოგონა მე-5 სართულიდან გადმოხტა

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგიკული ინციდენტი ათენის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე უბანში, მოსხატოში მოხდა. 20 წლის გოგონა საკუთარი კორპუსის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს.

პოლიციამ მაშინვე გამოკვეთა თვითმკვლელობის ვერსია, რადგან როგორც ცნობილია, გოგონას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ის მე-5 სართულიდან გადმოხტა. იმ ბინიდან, სადაც დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობდა.

მიუხედავად იმისა, რომ არ იკვეთება ძალადობის ნიშნები, პოლიცია ცდილობს გამოიძიოს, იყო ეს იძულებითი ქმედება, თუ 20 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

onalem

ტესტ