fbpx
საზოგადოება

ბერძნები, რომლებსაც აუზიანი ვილა აქვთ, ΔΕΗ-ს შეღავათიან სექტორში იყვნენ დარეგისტრირებული, რათა ნაკლები გადაეხადათ

მათი სახლი 600 კვადრატული მეტრია, აქვს აუზი და ყველანაირი კომფორტი, რაც კი შეიძლება მდიდარ ოჯახს ჰქონდეს. თუმცა, ამის მიუხედავად თანხის ეკონომიას ელექტრო ენერგიის მოხმარებისას მაინც ახერხებდნენ, რადგან დარეგისტრირებული იყვნენ კატეგორიაში, რომელშიც სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახები რეგისტირდებიან, რათა შეღავათები ჰქონდეთ და ნაკლები გადასახადი მიუვიდეთ.

მათ როგორღაც მოახერხეს და ვილის რეალური ფართობი დამალეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბერძნების მდიდარმა ოჯახმა კომპანია 65.000 ევროთი აზარალა.

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, 2014 წელს მათმა ვალმა 30.000 ევრო შეადგინა, თუმცა, დღეის მდგომარეობით მათი თაღლითობა 65.000 ევრო დაჯდა.

აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გამომჟღავნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ კიფისიაში 1.000 კვადრატული მეტრი ვილის მფლობელებმა თანხის დაზოგვის იგივე მეთოდს მიმართეს და საბერძნეთის ელექტრო ენერგიის მომმარაგებელი კომპანია 23.000 ევროთი აზარალეს.

 

onalem

ტესტ