fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: “აპოკლისტიკ” გოგონას, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულს უვლინდა, ვირუსი გადაედო

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდა 23 წლის გოგონას, რომელიც საავადმყოფოში ე.წ. “აპოკლისტიკ” ექთნად მუშაობდა.

ირკვევა, რომ ირაკლიოში, “ვენიზელიუს” საავადმყოფოში 83 წლის ქალი კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს. არსებული ცნობებით, ის მანამდე მოხუცთა მოსავლელ ცენტრში იმყოფებოდა, თუმცა, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ჰოსპოტალიზაცია გახდა საჭირო.

23 წლის ექთანი სწორედ ამ ქალბატონს უვლიდა, რის შედეგადაც ვირუსი გადაედო და ახლა სავალდებულო თვითიზოლაციაში იმყოფება. ცნობილია, რომ მასაც აქვს სიმპტომები, მაგრამ მსუბუქი.

უკვა დასრულდა იმ ადამიანთა შემოწმება, რომლებთანაც ის კონტაქტში შევიდა, თუმცა, ამ დროისთვის ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

უცნობია, თუ რა ეროვნებისაა ახალგაზრდა ქალი, რომელიც “აპოკლისტიკად” მუშაობდა კორონავირუსით ინფიცირებულთან.

onalem

ტესტ