fbpx
კრიმინალი

მძარცველებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ 1 მილიონი მოიპარეს, გუშინ კიდევ ერთი სახლიდან 70.000 ევრო გაიტანეს

როგორც ჩანს, ისინი საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან, ვინაიდან იმის პარალელურად, რომ პოლიცია ყველაფერს აკეთებს მათ დასაკავებლად, ახერხებენ, რომ საქმიანობა გააგრძელონ და “მუშაობენ” საკმაოდ დიდ თანხებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში, პილეას ტერიტორიაზე, ორმა მამაკაცმა ერთ-ერთი ბინიდან 70.000 ევრო და ძვირფასეულობა გაიტანა. მათ იცოდნენ, რომ სახლში არავინ იმყოფებოდა და ძარცვა შუაღამეს მოხდა.

ამჯერად მსხვერპლი მართლმსაჯულების სისტემიდან არის, სავარაუდოდ, მოსამართლეა.

პოლიციის ცნობით, ესენი არიან ზუსტად იგივე დამნაშავეები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ პანორამას ტერიტორიაზე ბიზნესმენს სახლიდან 1 მილიონი ევრო მოპარეს.

onalem

ტესტ