fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: როგორი სახის პირბადეები დაურიგდებათ მოსწავლეებს 14 სექტემბრიდან?!

ზუსტად 1 კვირაში საბერძნეთში ახალი სასწავლო პროცესი დაიწყება, თუმცა, ყველაფერი აბსოლუტურად განსხვავებულად იქნება, Covid-19-იდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გამო.

როგორც უკვე ცნობილია, სკოლებში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დაურიგდებათ პირბადეები, რომელთა ტარებაც საკლასო ოთახებში სავალდებულო იქნება.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებს გადაეცემათ პირბადეები ზომით – 10x18cm, ხოლო დანარჩენი კლასების მოსწავლეებს 12x22cm.

იხილეთ სპეციალური სიუჟეტი:

ზოგადად, სკოლებში იმოქმედებს შემდეგი წესები:

  • სავალდებულოა პირბადის ტარება, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. (პირბადე უნდა ატარონ როგორც სკოლაში, ასევე სასკოლო ტრანსპორტში. იგივე წესი ეხებათ სკოლაში მისულ მშობლებს).
  • გაცდენები არ ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ მოსწავლე იმყოფებოდა კონტაქტში კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან და იძულებულია გაიაროს სავალდებულო კარანტინი.
  • იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში გამოვლინდება ინფიცირების შემთხვევა, დაიკეტება კლასი და არა მთლიანად სკოლა. ხოლო ამ კლასის მოსწავლეები სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ.
  • შესვენებაზე მოსწავლეები გავლენ განცალკევებით.
  • არ დაიშვება ექსკურსიები, ჩემპიონატები, კონფერენციები მუზეუმის მონახულების შემთხვევაში კი მოსწავლეები აქაც დაიყოფიან.
  • დაწყებითი კლასების ყველა მოსწავლეს უფასოდ დაურიგდება საკუთარი წყლის ბოთლი (ლასკარიდის ფონდიდან).

onalem

ტესტ