fbpx
საზოგადოება

პანოს იოანიდისს კორონავირუსზე ანალიზი ჩაუტარდა – შეფს გადაღებაზე მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა

პანოს იოანიდისს ბერძნული MasterChef-ის ორ ეპიზოდში ვერ ვიხილავთ, რადგან მაღალი ტემპერატურის და შეუძლოდ ყოფნის გამო, მან გადაღებები გამოტოვა. ვარაუდობდნენ, რომ ცნობილ შეფს შესაძლოა კორონავირუსი ჰქონოდა, რის გამოც გადასაღები მოედანი დატოვა და ანალიზების გაკეთება გადაწყვიტა.

როგორც ის გადაცემაში, Φωλιά των Κου Κου, ამბობს, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, მაგრამ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ვინაიდან MasteeChef-ის გადაღებებზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა, მოსთხოვეს, რომ ანალიზი გაეკეთებინა, რაც სრულიად ლოგიკური იყო.

ხვალიდან ყველასთვის საყვარელი შეფი კულინარიულ კონკურსს უბრუნდება, რადგან თავს უკვე კარგად გრძნობს.

იხილეთ გადაცემის ნაწყვეტი:

onalem

ტესტ