fbpx
საზოგადოება

“ღორის გრიპის” ვირუსი ელეონორა მელეტის მცირეწლოვან შვილს დაუდგინდა

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელეონორა მელეტი საავადმყოფოში იმის გამო იმყოფებოდა, რომ მას სასიკვდილო ვირუსის, ე.წ. “ღორის გრიპის” დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა, სინამდვილეში ვირუსით თავად არ არის დაინფიცირებული.

მსგავსი ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოდან გამომდინარე, რის გამოც მედიამ იფიქრა, რომ მელეტი გრძნობდა თავს ცუდად, თუმცა, ამ დროისთვის დადასტურებული ცნობებით, H1N1 მის მცირეწლოვან შვილს აღმოაჩნდა.

პატარა ალექსანდრა რამდენიმე დღის მანძილზე იტანჯებოდა ხველით, სიცხითა და ტკივილებით კისრის არეში, რის გამოც, მშობლები შეშინდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმებმა გოგონას “ღორის გრიპის” ვირუსის პირველი სტადია დაუდგინეს და მისი მდგომარეობა მკურნალობას აბსოლუტურად ექვემდებარება.

 

onalem

ტესტ