fbpx
საზოგადოება

ტრაგედია ქორწილში: ახალგაზრდა სტუმარი ქალი კიბიდან გადმოვარდა და დაიღუპა

კავალაში სიხარულით სავსე დღე ტრაგედიით დასრულდა. წყვილმა საუთარი ქორწილის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გადახდა გადაწყვიტა, სადაც სპეციალურად განკუთვნილ დარბაზში სუფრა გაიშალა. სწორედ იქ მივიდა ერთ-ერთი სტუმარი ქალი, რომელმაც მაგიდისკენ მიმავალმა წონასწორობა ვერ შეიკავა და ესკალატორის კიბიდან გადავარდა.

ის კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მანქანაში ჯერ კიდევ გონზე იყო და ექიმებს ესაუბრებოდა.

მან უთხრა, რომ იქ საქორწილო მაგიდისთვის მივიდა და მანამდე წყვილის ხელის მოწერის ცერემონიას დაესწრო.

საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მისი დაზიანებები, სიმაღლიდან გადმოვარდნის გამო, სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

onalem

ტესტ