fbpx
საზოგადოება

ათენი: გუშინ საღამოს დაკარგული სამი ბიჭი იპოვეს – ისინი თოვლში სასეირნოდ წავიდნენ და უკან აღარ დაბრუნდნენ

სახანძრო სამსახური და პოლიცია ათენში დაკარგულ სამ ბავშვს გუშინ საღამოდან ეძებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები იმიტოს მთის ტერიტორიაზე თოვლში სასეირნოდ წავიდნენ და დაიკარგნენ.

სახანძრო სამსახურის მაშველებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის მიეგნოთ და საბოლოოდ, იპოვეს ორი მათგანი, ხოლო მესამე მონადირეებმა შენიშნეს და შემდეგ შესაბამის სამსახურს შეატყობინეს.

როგორც ცნობილია, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

onalem

ტესტ