fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში ახალი კანონი ძალაში შედის – სად ვეღარ მოწევთ სიგარეტს?

კირიაკოს მიცოტაკისა და ჯანდაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასის გადაწყვეტილებით, ახალი კანონი ძალაში შედის და მოწევა იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილას, ისევე როგორც ევროპის უმეტეს ქვეყნებში.

კერძოდ, რას ეხება აკრძალვა და სად არ შეუძლია მწეველს სიგარეტით სარგებლობა?

მოწევა იკრძალება:

  1. ყველა საჯარო სამსახურის შენობაში.
  2. ყველა საჯარო ჯანდაცვის ობიექტში: საავადმყოფოები, კერძო კლინიკები, ჯანმრთელობის ცენტრები, რეგიონალური საავადმყოფოები, აფთიაქები.
  3. სკოლებში, უნივერსიტეტებში, კერძო მოსამზადებელ დაწესებულებებში.
  4. ბაღებში, სკოლამდელი ასაკისთვის განკუთვნილ სხვა დაწესებულებებსა და სათამაშო მოედნებზე.
  5. აეროპორტებში, მანქანაში, სადაც სხვებთან ერთად მგზავრობთ, ყველა საჯარო ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი ბავშვებთან ერთად, 12 წლამდე.

 

onalem

ტესტ