fbpx
საზოგადოება

კერკირა სააღდგომოდ 90%-ით გადავსებულია – რას ამბობენ სასტუმროს მფლობელები?!

კუნძულ კერკირას სააღდგომოდ, როგორც ყოველთვის, უამრავი ტურისტი და ადგილობრივი მიაწყდა. როგორც ცნობილია, სასტუმროების 90% სავსეა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სეზონზე ფასები გარკვეულწილად დაეცა კიდეც, რამაც მეტი ადამიანის სტუმრობა განაპირობა.

როგორც სასტუმროს მფლობელები აცხადებენ, ნომრების 90% დაჯავშნილია და რეისების რაოდენობა კუნძულის მიმართულებით უფრო და უფრო იმატებს.

სააღდგომო დღესასწაული კერკირაზე განსაკუთრებულია, სწორედ ამიტომ შეინიშნება ხალხმრავლობა საზაფხულო სეზონამდეც კი.

ამ პროცესიაში ყოველთვის არიან ჩართული კორფუს საზღვაო-სამხედრო დანაყოფები. სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში დილიდან საღამომდე ისმის სამგლოვიარო მუსიკა. ორკესტრის მარშიც ქუჩებში სამგლოვიარო დანიშნულებისაა.

წმინდა შაბათს კორფუზე ყველაზე საინტერესო ტრადიციები იწყება. სწორედ ამ დღეს იწყება მსვლელობა წმ. სპირიდონის ეკლესიიდან და ადამიანები თავიანთ რიგებს იკავებენ. 11 საათზე ისმის ზარების რეკა. მოსახლეობა ფანჯრებში წითელ ნაჭრებს ჰკიდებს და წითელ ქოთნებს დაბლა ყრის. ამით ისინი ერთმანეთს აღდგომას ულოცავენ.

მომლოცველებსა და ტურისტებს ქოთნების ნატეხები თან მიაქვთ, იღბლიანობის სიმბოლოდ, უკეთესია თუ ეს ნატეხი ქოთნის ყელიდან იქნება. ის, ვინც დედაქალაქში ვერ მიდის, ქოთნებს ქალაქგარეთ ყრის. ყველა სკოლის მოსწავლე ამზადებს წითელ ქოთნებს საკუთარი ოჯახისთვის.

ხოლო მათ, ვინც ძალიან დაკავებულია და თავად გაკეთების დრო არ აქვს, შეუძლია მათი შეძენა 5-10 ევროდ, ზომის შესაბამისად.

ქოთნების გადაყრის ტრადიცია ვენეციიდან მოდის. როდესაც ვენეციელებმა გადაწყვიტეს უსარგებლო ნივთების ფანჯრიდან გადაყრა. სხვა ვერსიით კი, მსხვრევა და ხმაური ბერძნებისთვის იყო საშუალება, გაეღვიძებინათ გაზაფხულის ღმერთი, რათა დაეჩქარებინათ გაზაფულის მოსვლა.

onalem

ტესტ