fbpx
საზოგადოება

რიგში 5 საათის მანძილზე: დაუჯერებელი ვიდეო, რომელიც საბერძნეთის პორტში დრონით გადაიღეს

ახალი არ არის, რომ სააღდგომოდ ბერძნები დიდ ქალაქებს ტოვებენ და მშობლიურ სოფლებსა და კუნძულებზე მიდიან, თუმცა, ის, რაც წელს ხდება, ნამდვილად დაუჯერებელია. თითოეული ტურისტული დანიშნულების ადგილი 100%-ით გადავსებულია.

ვიდეო დრონით იღუმენიცას პორტში გადაიღეს, სადაც უამრავი ავტომობილი და მგზავრი ელოდა გემებზე ასვლას. კადრში ჩანს, თუ რამხელა რიგია, ვიდრე ბორტზე ყველა განლაგდება და როგორც ბერძნული მედია აცხადებს, ისინი მინიმუმ 5 საათი იცდიდნენ ადგილზე.

დიდი საცობები შეინიშნება სახმელეთო გზებზეც, სადაც უამრავი ავტომობილი სოფლების მიმართულებით გადაადგილდება.

onalem

ტესტ