fbpx
საზოგადოება

ვანა ბარბამ მოულოდნელად გონება დაკარგა – ის საავადმყოფოში გადაიყვანეს

შემთხვევის შესახებ ვანა ბარბა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ცნობილი გახდა, ბარბამ მოულოდნელად გონება დაკარგა და სასწრაფო დახმარების მანქანით გლიფადის კერძო კლინიკაში გადაიყვანეს.

“ძვირფასო მეგობრებო… მადლობა დაინტერესებისთვის. ნუ ინერვიულებთ, კარგად ვარ! ასევე დიდ მადლობას ვუხდი საავადმყოფო, Mediterraneo Hospital-ს საოცარი ყურადღებისა და ზრუნვისთვის.”

მან გაავრცელა ფოტოც, სადაც ჩანს, რომ სისხლის გადასხმის პროცედურას იკეთებს.

უცნობია თუ რა პრობლემა აქვს კონკრეტულად ვანა ბარბას, თუმცა, როგორც ის ამბობს, მისი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია.

onalem

ტესტ