fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ექსკლუზიური კადრები თურქეთ-საბერძნეთის საზღვრიდან – ახალგაზრდა იმიგრანტი სიცივისგან დაიღუპა

როგორც e-evros.gr იუწყება, გარდაცვლილის ასაკი დაახლოებით 20-დან 25 წლამდეა და სავარაუდოდ, საშინელი სიცივის გამო დაიღუპა მაშინ, როცა საბერძნეთში უკანონოდ შემოსვლას ცდილობდა.

ის თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე ოფიცრებმა იპოვეს, რომლებიც ადგილზე პატრულირებდნენ. მისი პოვნისთანავე გავრცელდა ცნობები, რომ ის არალეგალი იმიგრანტი იყო და ქვეყანაში შემოსვლას ევროსის გავლით ცდილობდა, თუმცა, კლიმატურ პირობებს ვერ გაუძლო და გარდაიცვალა.

სხვა ინფორმაცია გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით არ ვრცელდება. კრიმინალური აქტივობის ვარაუდი სრულიად გამორიცხეს.

ახალგაზრდა მამაკაცი აფრო-აზიური წარმოშობის არის, თუმცა, ზუსტი ეროვნება ცნობილი არ არის.

 

onalem

ტესტ