fbpx
საზოგადოება

“ექიმებს ვურეკავ და ფულს ვთავაზობ, რომ ვაქცინა გადააქციონ და ცრუ აცრა გამიკეთონ” – სკანდალური განცხადებები ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე ბერძენმა ქალბატონმა შოკისმომგვრელი განცხადებები გააკეთა ვაქცინაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ის არის ვაქცინის “იძულებითი მოწინააღმდეგე”. მან ისიც კი თქვა, რომ გამოიყენებს ყველანაირ უკანონო გზას, რომ აცრა თავიდან აიცილოს, თუმცა, აიღოს ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

“ნაფიქრი მაქვს აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც მესმის: დადებითი ტესტი ვიშოვო და ამგვარად არ გავიკეთო აცრა. ან ექიმს ფული შევთავაზო, რომ ნემსი გამიკეთოს, თუმცა, ვაქცინა გადააქციოს. დარეკილი მაქვს და ნასაუბრები ვარ ექიმებთან, ექთნებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც ექიმებთან არიან დაახლოვებული. ყველას ეშინია და უარს მეუბნებიან. ფულს ვთავაზობ, მაგრამ არ თანხმდებიან. 

რომელ უკანონობაზე მელაპარაკებით?! საბერძნეთში ვიმყოფებით. მე არ ვამბობ, რომ არ მინდა ვაქცინის გაკეთება, ვამბობ, რომ არ ვარ ამისთვის მზად.

როცა ისინი ირჩევენ, რომ თუ აცრილი არ ვარ, არ ვარ თავისუფალი ადამიანი, მეც იგივე გზას ვირჩევ, რომ მათ ვუპასუხო. აბსოლუტურად ჩემზეა დამოკიდებული, როდის გადავწყვეტ, რომ ვაქცინა გავიკეთო. არავის არ შეუძლია აცრის ვალდებულების დაწესება, თუ ითვლება, რომ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში, სადაც გვაქვს ხმის მიცემის უფლება. გამოვიყენებ და ვცდი ყველა არალეგალურ გზას, რომ მივიღო ვაქცინაციის ყალბი სერთიფიკატი,” ამბობს რესპოდენტი.

onalem

ტესტ