fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემი შვილის სიკვდილზე”- 30 წლის ქალი სასამართლოს წინაშე

30 წლის ქალმა, რომლის შვილიც, მისი უყურადღებობის გამო, ვარკიზაში მდებარე სახლში ცოცხლად დაიწვა, სასამართლოს 15 გვერდიანი აღიარებითი ჩვენება დაუწერა, სადაც დეტალურად ხსნის, თუ როგორ მოხდა ინციდენტი.

ის ამბობს, რომ ბავშვობიდან მუდმივად იტანჯება, დედისა და ბებიის გარდაცვალების შემდეგ ბავშვთა სახლში იზრდებოდა, შემდეგ კი მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მეორე შვილის გარდაცვალებამ მთლად შეარყია.

შეგახსენებთ, რომ 13 თვის ბავშვი გასულ ხუთშაბათს სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.

“ჩემი შვილი დაიწვა იმიტომ, რომ მინდოდა გამთბარიყო. ვეცადე, ფენით გამეთბო. არ მქონდა უნარი, რომ შედეგი განმესაზღვრა. აბსოლუტურ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემი შვილის სიკვდილზე, იმაზე რაც მოხდა.

ჩემი მესამე შვილი ქვეყანას მაშინ მოვავლინე, როცა ფსიქოლოგიურად სრულიად გადამწვარი ვიყავი. ის ჩემი ყოფილი პარტნიორისგან მყავდა, რომელთანაც ფეხმძიმობამდე ხუთი თვე სერიოზული ურთიერთობა მქონდა.

მე მინდოდა შემექმნა ოჯახი და საბოლოოდ მომცემოდა საშუალება, მომეძებნა ბალანსი.”

onalem

ტესტ