fbpx
ემიგრაციული სიახლეები

გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ თესალონიკის დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

2021 წლის 12 თებერვალს ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ ონლაინ შეხვედრა გამართა თესალონიკის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრაზე ნოდარ კომახიძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მისი გენერალურ კონსულად დანიშვნიდან დღემდე გაწეული საქმიანობის, მიღწეული შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ.

ნოდარ კომახიძემ აღნიშნა, რომ ძლიერი დიასპორა და მათი ჩართულობა დიდ როლს ასრულებს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცების, ქვეყნის პოპულარიზაციისა და ქართული კულტურის წარმოჩენის საქმეში.

გენერალური კონსულის ინიციატივით, შეხვედრები მიიღებს რეგულარულ ხასიათს, სადაც მოხდება დიასპორული ორგანიზაციებისთვის საკონსულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, სადაც ქართველმა ემიგრანტებმა ისაუბრეს თავიანთი ორგანიზაციების საქმიანობაზე, არსებულ პრობლემებზე და მათ გადაჭრის გზებზე.