fbpx
საზოგადოება

კრიტიკული მდგომარეობა საბერძნეთში: კავალაში და თასოსზე განგაშია გამოცხადებული

აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკის გუბერნატორის გადაწყვეტილებით, გუშინდელი დღიდან ძლიერი წვიმის გამო თასოსსა და კავალაში საგანგაშო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კუნძულ თასოსზე მოსულმა უხვმა ნალექმა კრიტიკულ პირობებში ჩააგდო კუნძულის 6 ადგილი. რაც შეეხება კავალას, სადაც მთელი დღისა და ღამის მანძილზე წვიმდა, უმეტეს ტერიტორიებზე ჩამოცვენილია ხეები, დატბორილია სახლები, ჩაკეტილია გზები.

კუნძულ თასოსზე კრიტიკული მდგომარეობის გამო დაკეტილია სკოლები, რადგან მოსწავლეებისთვის იქ მისვლა შეუძლებელია.

პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ უხვი ნალექი, არამედ ტალახიც, რომელმაც წვიმასთან ერთად დაბტორა დასახლებული ადგილები.

onalem

ტესტ