fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში დღეიდან ამინდი გაუარესდება

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ამინდი საგრძნობლად შეიცვლება. მოსალოდნელია პერიოდული წვიმები და ქარი.

კერძოდ, ამინდი პირველად იონიის კუნძულებზე და ქვეყნის დასავლეთით გაუარესდება. შემდეგ პერიოდული წვიმა და საშუალო სიძლიერის ქარი გავრცელდება საბერძნეთის დანარჩენ ნაწილებში.

ამინდი ატიკაში (ათენი):

ძირითადად მზიანი. მცირე მოღრუბლულობა, შუადღეს მცირე პერიოდული წვიმა დასავლეთითა და ჩრდილოეთით. ტემპერატურა 19-დან 33 გრადუსამდე.

თესალონიკი:

უმეტესად მზიანი. შუადღის შემდეგ მოსალოდნელია მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმა. ტემპერატურა 19-დან 32 გრადუსამდე.

მაკედონია, თრაკი:

მცირე მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმა მაკედონიაში. თრაკიში უმეტესად მზიანი, მოღრუბლულობა მხოლოდ შუადღის საათებში. მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლიც კი. ტემპერატურა იმერყევებს 17-დან 35 გრადუსამდე, მაკედონიაში 3-4 გრადუსით ნაკლებია ნავარაუდევი.

თესალია, ევია, პელოპონისო:

უმეტესად მზიანი. მცირე მოღრუბლულობა პერიოდულად და ხანმოკლე წვიმა შუადღის საათებში. ტემპერატურა 19-დან 35 გრადუსამდე.

 

onalem

ტესტ