fbpx
საბერძნეთი

საგანგებო შეხვედრა პრემიერის სასახლეში – კირიაკოს მიცოტაკის მთავრობამ ახალი ზომები უნდა მიიღოს

მას შემდეგ, რაც გუშინ საბერძნეთში კორონავირუსით დაინფიცირების 865 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მთავრობის წარმომადგენლები და ექსპერტები განსაკუთრებით შეშფოთდნენ და დღეს კირიაკოს მიცოტაკი კოლეგებთან ერთად საგანგებო შეხვედრას მართავს.

შესაძლოა დღის ბოლოსთვის გახდეს ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საბერძნეთის პრემიერი, ექსპერტების რჩევებზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ კასტორიაში კარანტინი ამოქმედდა, ხოლო საფრთხის მესამე დონეზე გადავიდა თესალონიკი, ლარისა, ვიოტია, სერესი.

ახალი ზომების მიღება აუცილებელია ტერიტორიებზე, რომლებიც მიეკუთვნება “ფორთოხლისფერ” ზონას, ასეთებია საფრთხის მესამე დონეზე მყოფი რეგიონები, მათ შორის ატიკა.

onalem

ტესტ