fbpx
საბერძნეთი

ქალებს საბერძნეთში სამსახურს ჰპირდებოდნენ, ჩამოჰყავდათ და მათ ექსპლუატაციას ეწეოდნენ – საბერძნეთის პოლიციის “სკუპა” ათენის ცენტრში

საბერძნეთის პოლიციის მიერ ათენის ცენტრში ჩატარებული რამდენიმედღიანი სპეცოპერაციის შედეგად გამოვლინდა დაჯგუფება, რომელიც ქალების ექსპლუატაციით იყო დაკავებული.

კერძოდ, გამოძიება 14 ოქტომბერს დაიწყო და აღმოაჩინეს 6 დაწესებულება (ფაქტობრივად საროსკიპო), სადაც იძულებით მუშაობდნენ მოლდოველი ქალები, რომლებსაც კონკრეტული პირები ჯერ კიდევ საკუთარ სამშობლოში უკავშირდებოდნენ, სარგებლობდნენ მათი მძიმე ფინანსურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობით, არწმუნებდნენ, რომ საბერძნეთში ჩამოიყვანდნენ და კარგ სამსახურს ჰპირდებოდნენ, ცხადია, პარალელურად, ლეგალურად ცხოვრებასაც სთავაზობდნენ.

ათენში ჩამოსული ქალები საბოლოოდ საროსკიპოებში ხვდებოდნენ, სადაც მუშაობას აიძულებდნენ, ვინაიდან არც ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტები ჰქონდათ და არც იმის ცოდნა, ვისთვის მიემართათ.

პოლიციამ ამ დროისთვის ორგანიზაციის 9 წევრი დააკავა, რომელთაგან ორი ლიდერია. ოფიცრებმა ამოიღეს ნაღდი ფული, 2.358 ევროს ოდენობით.

ქალებთან, რომლებიც აღნიშნულ დაწესებულებებში იპოვეს, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მუშაობენ.

onalem

ტესტ