fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

12 წლის გოგოს დედა ციხეში გადაიყვანეს: “ილიას მიხო ჩემს შვილებს ფორთოხლის წვენით უმასპინძლდებოდა”

ოფიციალური ჩვენების მიცემის შედეგად, პროკურორის გადაწყვეტილებით, 12 წლის გოგოს დედა ციხეში გადაიყვანეს. როგორც ჩანს, ქალის ბრალეულობა იმდენად აშკარაა, რომ მისმა სიტყვებმა გამომძიებელი ვერ დაარწმუნა, მისთვის შანსი მიეცათ.

მისი ჩვენების მიხედვით, მიხო კარგი ადამიანის როლს თამაშობდა და ვიდრე მასთან მუშაობდა, ოჯახის ნდობა მოიპოვა. მის შვილებს ფორთოხლის წვენით უმასპინძლდებოდა ხოლმე, ხოლო 12 წლის გოგოს მსუბუქ სამუშაოს აძლევდა მაღაზიაში, სანაცვლოდ კი, ცხადია, მცირე თანხასაც უხდიდა. ქალის თქმით, ეგონა, რომ ამ ყველაფერს მიხო კარგი გულით აკეთებდა.

დაკავებული იმასაც აღნიშნავს, როგორ გაუმხილა შვილმა მომხდარის შესახებ: “მითხრა, რომ მიხოს მაღაზიაში იყო, სარდაფში ჩავიდნენ, რომ იდეაში დახმარებოდა, მაგრამ მან გააუპატიურა”.

ასევე, მას შემდეგ, რაც მომხდარი გამჟღავნდა, ბავშვმა უთხრა, რომ მიხო აიძულებდა სხვა მამაკაცებსაც შეხვედროდა, დაახლოებით 10-ს მაინც.

საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. როგორც უკვე ცნობილია, დაკავებულები არიან მამაკაცები, 33-დან 40 წლამდე, როგორც ილიას მიხოს “კლიენტები”.

onalem

ტესტ