fbpx
საზოგადოება

ათენი: ქალმა 2 წლის შვილი საკუთარ სახლში, სკივრში გარდაცვლილი იპოვა

შოკისმომგვრელი შემთხვევა ათენში, კერძოდ, პერისტერიში მოხდა. ქალმა საკუთარი ორი წლის შვილი უგონო მდგომარეობაში სახლში მდგარ სკივრში იპოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ძმასთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც სკივრში დამალვა სცადა, თუმცა, სავარაუდოდ, ჩაიკეტა და უჰაერობისგან დაიღუპა.

დედამ ის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, სამწუხაროდ, ექიმებმა ადგილზე მისი სიკვდილი დაადასტურეს.

ამ დროისთვის გარდაცვალების ერთადერთ ვერსიად ასფიქსია (სუნთქვის შეჩერება) სახელდება.

ქალი შოკურ მდგომარეობაშია.

onalem

ტესტ