fbpx
საზოგადოება

მეტი მაგიდა გარეთ, 2 მეტრიანი დისტანცია მათ შორის – როგორ ვესტუმრებით კაფეებსა და ტავერნებს კარანტინის შემდეგ?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის მთავრობა მაქსიმალურად დაუჭერს მხარს კაფე-ბარებისა და რესტორნების მფლობელებს, რათა წაგებაზე არ იმუშაონ. გამომდინარე იქიდან, რომ გახსნისთანავე შესაძლოა კლიენტების რაოდენობა მცირე იყოს და პარალელურად, შიგნით მაგიდებისა და სკამების რაოდენობის შემცირება უნდა მოხდეს, დისტანციის დაცვის გამო, მათ ალტერნატივას სთავაზობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა კაფე-ბარსა და ტავერნას, ასევე რესტორნებს, მიეცემათ საშუალება გააფართოვონ თავიანთი გარე ტერიტორია, დადგან დამატებითი მაგიდები გარეთ, იმისთვის, რომ შეძლონ კლიენტთა იგივე რაოდენობის მიღება.

აუცილებელია, რომ მაგიდებს შორის იყოს დისტანცია 2 მეტრი, ხოლო ერთ მაგიდასთან დასაშვები იქნება მხოლოდ 4 ადამიანის ყოფნა.

ბიზნესის მფლობელებს არ დაეკისრებათ დამატებითი გადასახადი ტერიტორიის გაფართოვების გამო.

ასევე, ისეთ კაფე-ბარებში, რომლებშიც ფანჯრები და კარებები საშუალებას იძლევა კარგად იყოს განიავებული შიდა სივრცე, მაგიდები დასაშვები იქნება შიგნითაც.

ამ ეტაპზე განიხილება საკითხი, რომ აღნიშნული დაწესებულებები გაიხსნას 25 მაისს და არა 1 ივნისს, ანუ ერთი კვირით ადრე. საბოლოო გადაწყვეტილებები 18-20 მაისს გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ