fbpx
საზოგადოება

რეთიმნო: ფრანგმა ტურისტებმა ბერძნულ თამაშში 100, 000 ევრო მოიგეს

ფრანგი ტურისტებისთვის საბერძნეთის მონახულება ზედმეტად იღბლიანი აღმოჩნდა. საშუალო ასაკის წყვილი რეთიმნოს ესტუმრა და მინიმარკეტში ელექტრო სიგარეტისთვის სითხის საყიდლად შევიდნენ. სითხესთან ერთად მათ 2 ევროდ თამაშის, σκράτς -ის ბილეთები იყიდეს.

ისინი თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ მათმა ბილეთმა 100, 000 ევრო მოიგო.

ტურისტები სწრაფად დაბრუნდნენ მარკეტში და ბილეთის შემოწმება ითხოვეს, სადაც დაუდასტურეს, რომ 100, 000 ევროს მფლობელები იყვნენ.

ფრანგმა წყვილმა მაღაზიის მფლობელს მადლობა გადაუხადეს და დაჰპირდნენ, რომ როცა თანხას აიღებდნენ, მადლობის ნიშნად, მათაც გაუნაწილებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ მოგების შემდეგ, რეთიმნოს მოსახლეობა კონკრეტულ მინიმარკეტს სულ უფრო ხშირად სტუმრობს, რათა ბილეთები იყიდონ.

 

onalem

ტესტ