fbpx
საზოგადოება

ათენის საავადმყოფოში დაღუპული ბავშვის მშობლები პოლიციას ადეკვატურად არ პასუხობენ, მათ საუბარი არ უნდათ

Αγλαϊα Κυριακού-ს საავადმყოფოში დაღუპული ბავშვის მშობლებთან გასაუბრებას პოლიცია ცდილობს, მაგრამ როგორც ოფიცრები ამბობენ, მათ ლაპარაკი არ სურთ და კითხვებზე არაადეკვატურად პასუხობენ.

როგორც უკვე ცნობილია, 11 თვის გოგონა თავის ტვინის ანთებით საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ხოლო ექსპერტების თქმით, მას აღენიშნება სექსუალური ძალადობის ნიშნებიც.

ბავშვს ჰყავს ტყუპი და და კიდევ ერთი ძმა, რომელიც 2,5 წლის არის. სპეციალური გამოკვლევები მათაც ჩაუტარდებათ, რათა თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადგინდეს.

საბერძნეთის პოლიცია ცდილობს საქმეში დეტალურად ჩაეძიოს და გამოიკვლიოს, თუ რა სიტუაცია იყო სახლში, სადაც სირიელი ოჯახი კიდევ ერთ წყვილთან ერთად ცხოვრობს. როგორც ირკვევა, ისინი არ მუშაობენ, რადგან ხარჯებს არასამთავრობო ორგანიზაცია უფარავთ.

გამოძიება მიმდინარეობს ზოგრაფუზე მდებარე ბინაში, სადაც ისინი არიან გაჩერებულები. სირიელები საბერძნეთში ორი წლის წინ ჩამოვიდნენ და ლტოლვილის სტატუსით სარგებლობენ.

onalem

ტესტ