fbpx
საბერძნეთი

ათონის მთაზე ორი მომლოცველი გაუჩინარდა – სამძებრო ოპერაცია აქტიურ ფაზაშია

ბერძნული მედია იუწყება, რომ ათონის მთაზე ორ ადამიანს ეძებენ. არსებული ცნობებით, საუბარია ორ მომლოცველზე, უკრაინის მოქალაქეებზე, რომლებიც ათონის მთაზე იმყოფებოდნენ და გასულ ღამეს, გაუარესებული ამინდის პირობებში გაუჩინარდნენ.

არსებული ვარაუდით, უკრაინელებმა ორიენტაცია დაკარგეს და ამ დრომდე ვერ ხერხდება მათ კვალზე გასვლა.

დილით ადრე მუშაობა დაიწყო მინიმუმ 8 მეხანძრე-მაშველმა, ორი მანქანით, რათა როგორმე მოხერხდეს მათი ადგილსამყოფელის დადგენა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მომლოცველთა ჯგუფი საერთო ჯამში 9 ადამიანისგან შედგებოდა, მაგრამ მთიდან ჩამოსვლისას ორი უკან დარჩა და გაუჩინარდა. დანარჩენები მათ მოსაძებნად მიბრუნდნენ, მაგრამ ვერცერთი ვერ იპოვეს, სწორედ ამის შემდეგ შეატყობინეს სამაშველო სამსახურს.

 

onalem

ტესტ