fbpx
სპორტი

ნიკოლოს ბასილაშილმა ჩოგბურთის ბერძენი ღმერთი, სტეფანოს ციციპა, ნახევარფინალს გარეთ დატოვა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა Indian Wells-ის ტურნირში ჩოგბურთის ბერძენი ღმერთი, სტეფანოს ციციპა დაამარცხა და ნახევარფინალს გარეთ დატოვა.

ეს ბასილაშვილის უდიდესი წარმატებაა თავის კარიერაში. ამ ეტაპზე ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა სიაში 36-ე ადგილს იკავებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ბასილაშვილმა პრესკონფერენციაზე თქვა:

“არ გამკვირვებია, რომ სტეფანოს ციციპა დავამარცხე. ჩემთვის როჯერ ფედერერთან მოგება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ის ყოველთვის ჩემი კერპი იყო.”

როგორც ჩანს, ბერძნების ნაწილისთვის ეს სიტყვები უსიამოვნო აღმოჩნდა, ზოგი კი ამბობს, რომ ბასილაშვილის პოზიცია ნორმალურია.  ისიც აღსანიშნავია, რომ ციციპაზე წაგებამ საკმაოდ ცუდად იმოქმედა და ეს გამოხატა კიდეც.

ციციპასთან შეხვედრამდე, ბასილაშვილმა ამერიკელ კრისტოფერ იბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48) და რუს კარელ ხაჩანოვს (29) მოუგო.

ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის სახელით მოთამაშე ალექსანდრ ზვერევსა (4) და ამერიკელ ტეილორ ფრიცს (39) შორის მოგებულს შეხვდება.

იხილეთ ქართველი ჩოგბურთელის ბრწყინვალე თამაში:

onalem

ტესტ