fbpx
საზოგადოებასპორტი

“ნეტავ, მისი თამაშის ნახვა შემძლებოდა” – სტეფანოს ციციპასის უსინათლო ბებია

პირველი ბერძენი, რომელმაც Australian Open -ზე უდიდეს წარმატებას მიაღწია, ამას დღემდე ვერ იჯერებს. მისი ბებია ცენტრალური საბერძნეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს და მედიას ამაღელვებელი ინტერვიუ მისცა.

სტავრულა ციციპასი კარდიცაში, კერძოდ, სოფელ პროასტიოში იმყოფება და ამბობს, რომ ამ ამბის შესახებ თავად შვილიშვილისგან შეიტყო:

“მისი ამ წარმატებით ვერ ვისიამოვნე, რადგან უსინათლო ვარ,” თქვა მან Espresso-სთან საუბრისას.

“ჩემს თავს ვანუგეშებდი, როცა სტეფანომ დამირეკა და მითხრა: “ბებო, მალე დავბრუნდები, არ იდარდო.”მე ვერ ვუყურებდი ტელევიზორს, თუ რას აკეთებდა ის. მაგრამ მისი ხმა გავიგე და სიამაყისგან ცრემლები წამომივიდა.”

სტავრულა ციციპასის მხედველობა წლების მანძილზე უარესდებოდა და ის უკვე ხუთი წელია, რაც სრულიად ბრმაა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის სტეფანოს ციციპასმა ჩოგბურთის ლეგენდა, 37 წლის როჯერ ფედერერი დაამარცხა.

 

onalem

ტესტ