fbpx
კატეგორიის გარეშე

ათენი: როგორ იმუშავებს საჯარო ტრანსპორტი დღეიდან, 1 მაისიდან?!

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ათენში საჯარო ტრანსპორტი სააღდგომო პერიოდში განსხვავებული რეჟიმით მუშაობს.

კერძოდ, დღეს, 1 მაისს, ავტობუსები და ტროლეიბუსები იმუშავებენ ჩვეული, შაბათის განრიგით, იმოძრავებენ ყოველ 20-25 წუთში ერთხელ.

ხვალ, 2 მაისს, აღდგომის დღეს, ტროლეიბუსები და ავტობუსები იმოძრავებენ ყოველ 30-45 წუთში ერთხელ, საკმაოდ იქნება შემცირებული მათი მუშაობის სიხშირე.

დღეს, 1 მაისს, მეტრო იმუშავებს 23:00 საათამდე.

ხვალ, 2 მაისს, მეტროს სამივე ხაზი იმოძრავებს შემდეგი სიხშირით:

ელექტრო მატარებელი – ყოველ 10,3 წუთში ერთხელ.

მე-2 ხაზი იმოძრავებს ყოველ 10 წუთში ერთხელ.

მე-3 ხაზი იმოძრავებს ყოველ 10 წუთში ერთხელ.

ტრამვაი იმოძრავებს ყოველ 30 წუთში ერთხელ (ყოველ 15 წუთში სინდაღმა-მუსონ).

 

onalem

ტესტ