fbpx
საბერძნეთი

როდის იხსნება ორგანიზებული პლაჟები საბერძნეთში? – ზომების მოხსნის შემდეგი ეტაპი

ტელეკომპანია ERT-თან საუბრისას პანაიოტის სტაბულიდისმა განაცხადა, რომ 15 მაისს, ტურიზმის გახსნასთან ერთად, საბერძნეთში ორგანიზებული პლაჟებიც იხსნება.

“ჩვენ ნელ-ნელა წინ მივდივართ. 3 მაისს იხსნება კაფეები და რესტორნები და ვცდილობთ, რომ შემდეგი ნაბიჯებიც ფრთხილად გადავდგათ. 15 მაისს ორგანიზებული პლაჟები მსურველებს უმასპინძლებენ და ვიმედოვნებთ, რომ ეს ზაფხული იქნება ბევრად უკეთესი.

რაც შეეხება მუსიკის აკრძალვას კაფეებში, მიზეზი ნათელია, ექსპერტები ამბობენ, რომ მუსიკის ფონზე, ადამიანებს უწევთ ბევრად ხმამაღლა საუბარი და ამ დროს ნერწყვის ნაწილაკების გავრცელება ბევრად დიდ მასშტაბზე ხდება.

ზომების მოხსნას გავაგრძელებთ მანამდე, სანამ არ დავინახავთ, რომ პანდემია ამის საშუალებას აღარ გვაძლევს. 

რაც შეეხება იმ კაფეებს, რომლებიც მდებარეობენ სავაჭრო ცენტრებში, ისინი მხოლოდ წაღების სერვისით იმუშავებენ,” აცხადებს სტაბულიდისი.

 

onalem

ტესტ