fbpx
საზოგადოება

ბერძენი ქალი პირდაპირ ეთერში ატირდა, რადგან პოლიციამ სოფელში, ქმრის საფლავზე წასვლის უფლება არ მისცა

როგორც უკვე ცნობილია, აღდგომის დღესასწაულზე პოლიციის კონტროლი განსაკუთრებით მკაცრია. ერთ-ერთმა ქალბატონმა ტელეკომპანია Open-ის ეთერში ტირილი დაიწყო, რადგან პოლიციამ სოფელში წასვლის უფლება არ მისცა. მისი გადაადგილების მიზეზი კი, მხოლოდ ის იყო, რომ საკუთარი მეუღლის საფლავზე სურდა გასვლა.

“ეს უსამართლობაა. სამი შვილი მყავს, რომელთაც მამა დაკარგეს, კორონავირუსის გამო. რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და იქიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. არსად მივდივარ, დაე, გადამიღონ,” ამბობდა ქალი.

როგორც ირკვევა, საბოლოოდ მას მაინც მოუწია ათენში დაბრუნება, რადგან საბერძნეთის პოლიცია არანაირ გამონაკლისს არ უშვებს.

onalem

ტესტ