fbpx
საზოგადოება

სკანდალი ნატასა თეოდორიდუს გარშემო: არის თუ არა მისი ქალიშვილი ინფიცირებული, რომელმაც წვეულება მოაწყო და ვირუსი სხვებს გადასდო

როგორც ცნობილია, თესალონიკში ერთ-ერთი ცნობილი მომღერლის შვილის მიერ მოწყობილ წვეულებაზე კორონავირუსით რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა. ირკვევა, რომ გოგონა ინგლისში სწავლობდა და ცნობილი მომღერლის შვილია, აქედან გამომდინარე, გაჩნდა ვარაუდები, რომ ის ნატასა თეოდორიდუს ქალიშვილია.

მომღერლის გარშემო სკანდალი ატყდა, რამაც ის ძალიან ააღელვა და სოციალური ქსელის საშუალებით პასუხობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც წერს, რომ წვეულება მისმა ქალიშვილმა მოაწყო:

“მე გესაუბრებით როგორც დედა იმ არაჩვეულებრივი და შეგნებული შვილისა, რომელიც არასოდეს არცერთი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩააგდებდა. ძალიან დამამწუხრა ამ ყველაფერმა და მე გარწმუნებთ, რომ რაც იწერება, აბსოლუტური სიცრუეა. ვისურვებდი, რომ როგორც ჩემი შვილი, ასევე ყველა ბავშვი ჯანმრთელი იყოს.”

რაც შეეხება თავად გოგონას, 26 წლის ხრისტიანა ბეტას, ის იძულებული გახდა, რომ სოციალური ქსელი გაეუქმებინა.

მომღერალიც და მისი ქალიშვილიც აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ არანაირი წვეულება არ მოუწყვიათ და არავისი სიცოცხლისთვის არ შეუქმნიათ საფრთხე.

onalem

ტესტ