fbpx
საბერძნეთი

ნაქსოს: დააკავეს სასტუმროს ორი მენეჯერი, რომლის აუზიშიც 36 წლის ქალი შვილის თვალწინ დაიხრჩო

კუნძულ ნაქსოზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა და პასუხგაუცემელი გარემოება არსებობს. როორც ირკვევა, გუშინ, შაბათს,  36 წლის ქალი პლაკას სანაპიროზე მდებარე სასტუმროს აუზში დაიხრჩო და ამ ყველაფრის მომსწრე მისი 4 წლის შვილი გახდა.

როგორც ცნობილი გახდა, დაკავებულია იმ სასტუმროს ორი მენეჯერი, რომელსაც აუზი ეკუთვნის. გარდაცვლილი კუნძულის მუდმივი მაცხოვრებელი იყო, აუზზე კი, ბავშვთან ერთად, ერთი ჩვეულებრივი საღამოს გასატარებლად მივიდა. ის აუზში ჩავიდა, თუმცა, რამდენიმე წუთში, გაურკვეველ ვითარებაში დაიხრჩო.

მედია იუწყება, რომ არსებობს ვარაუდი, გულის შეტევის შესახებ, რომელიც ქალს აუზში ყოფნისას განუვითარდა, თუმცა, დახრჩობის ზუსტი მიზეზების დასადგენად დაიგეგმა ექსპერტიზა.

 

onalem

ტესტ