fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: 30.000 ფუტის სიმაღლეზე მყოფი თვითმფრინავის პილოტმა გონება დაკარგა

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკის აეროპორტში ინგლისიდან მომავალმა თვითმფრინავმა იძულებითი დაშვება განახორციელა. კერძოდ, საუბარია ბირმინგემი-ანტალიის მიმართულებით მოძრავ ხომალდზე, Jet2, რომლის მგზავრებსაც 30.000 ფუტის სიმაღლეზე ყოფნისას აცნობეს, რომ პილოტი უგონო მდგომარეობაში იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ თესალონიკის აეროპორტი იყო ყველაზე ახლოს, რაც იმ დროისთვის ეკიპაჟს შეიძლებოდა გამოეყენებინა, გამოაცხადეს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების გამო, ხომალდი საბერძნეთში დაჯდებოდა.

არსებული ცნობებით, თვითმფრინავი “მაკედონიის” აეროპორტში საკმაო ხანს დარჩა, ხოლო მგზავრებმა საბოლოო დანიშნულების ადგილს 8 საათის დაგვიანებით მიაღწიეს.

კომპანიამ ბოდიში მოუხადა კლიენტებს და აღნიშნა, რომ ეს იყო გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რომელიც ეკიპაჟის წევრის ჯანმრთელობას ეხებოდა, შესაბამისად, დაშვება იყო ერთადერთი გამოსავალი ყველას უსაფრთხოებისთვის.

onalem

ტესტ