fbpx
საზოგადოება

კიფსელი: საბერძნეთის პოლიციის ოფიცერი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია გუშინ კიფსელის ტერიტორიაზე მოხდა.

ირკვევა, რომ საბერძნეთის პოლიციის ოფიცერი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. უცნობია, იყო ეს უბედური შემთხვევა, თუ თვითმკვლელობა.

საუბარია 42 წლის მამაკაცზე, რომელიც ფსიხიკოს განყოფილებაში მსახურობდა და როგორც ცნობილი გახდა, ტრანსპორტირების მინისტრთან, იანის პლაკიოტაკისთან აქტიურად თანამშრომლობდა.

მინისტრმა მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით, პარალელურად კი, მიმდინარეობს გამოძიება, რათა მიახლოებით მაინც დადგინდეს, რა გარემოებებში გადმოვარდა პოლიციელი მე-5 სართულიდან.

onalem

ტესტ