fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: 43 წლის მამაკაცს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, კოვიდ-ტესტი სიკვდილის შემდეგ ჩაუტარდა

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის, თანოს პლევრის ბრძანებით, სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება 43 წლის მამაკაცის “პაპანიკოლაუს” საავადმყოფოში გარდაცვალების საქმეზე. როგორც უკვე ცნობილია, მამაკაცი ფეხის ტკივილით მივიდა საავადმყოფოში და ექიმებმა არ ჩათვალეს, რომ რაიმე სერიოზული იყო. რამდენიმე საათში კი ის, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილი 11-12 საათის შემდეგ იპოვეს, როცა პერსონალი შეიცვალა. ოჯახის სასამართლო-სამედიცინო მრჩეველი, დიმიტრის გალენტერი აღშფოთებას გამოხატავს ექიმების დაუდევრობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ფაქტის შესახებ ამჟღავნებს ინფორმაციას.

გალენტერის თქმით, როგორც კი ექიმებმა გაიგეს, რომ მამაკაცი გარდაიცვალა, მაშინვე ჩაუტარეს კოვიდ-ტესტი, ჩნდება კითხვა, რა იყო მედიკოსთა მოტივი?! უნდოდათ მისი სიკვდილი კოვიდისთვის “დაებრალებინათ?!” კოვიდ-ტესტის ჩატარება პაციენტებისთვის სიცოცხლეში ხდება და არა გარდაცვალების შემდეგ.

დადასტურებული ცნობებით, 43 წლის მამაკაცს არ ჩაუტარეს არანაირი გამოკვლევა, რომელიც თრომბს გამოავლენდა.

onalem

ტესტ