fbpx
საბერძნეთი

განგაში საბერძნეთის ანტიტერორისტულ სამსახურში: წყვილს სახლში 29 იარაღი და 35.000 ვაზნა აღმოუჩინეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ფლორინაში გუშინ დააკავეს 54 წლის ბერძენი მამაკაცი და 57 წლის გერმანელი ქალი, რომელთაც სახლში დიდი რაოდენობით იარაღი აღმოუჩინეს.

ინფორმაცია სასწრაფოდ გადაეცა საბერძნეთის ანტიტერორისტულ სამსახურს, ვინაიდან პოლიციამ ჩათვალა, რომ ნაპოვნი იარაღი და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები იმდენად ბევრი იყო, რომ საჭირო იყო ცნობები შესაბამის სამსახურში შესულიყო.

სახლში იპოვეს 29 იარაღი, როგორც სანადირო თოფები, ასევე, რევოლვერები და პისტოლეტები, დენთი, ყუმბარები, ნაღმტყორცნები, 35.000-სზე მეტი ვაზნა და ა.შ.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, წინასწარი ცნობებით კი, ბერძენი მამაკაცი და გერმანელი ქალი კონკრეტული სნაიპერული ჯგუფის წევრები არიან.

onalem

ტესტ