fbpx
საბერძნეთი

კლიმატური ფენომენი აქტიურ ფაზაში შედის – თოვს პენდელსა და პარნითაზე, დიონისოში გზები გადაკეტილია

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, კლიმატური ფენომენი, “ავღი”, აქტიურ ფაზაში შედის და ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, თოვა ხშირდება. არსებული ცნობებით, თოვს პენდელსა და პარნითას ტერიტორიებზე, დიონისოში მთავარ გამზირზე გადაკეტილია გზა, რადგან თოვლის გამო გადაადგილება უსაფრთხო არ არის.

ასევე, დაკეტილია ფილის გამზირი და ვინაიდან სინოპტიკოსები თოვის გაძლიერებას ელოდებიან მომდევნო საათებში, დაკეტილია სკოლებიც, სასწავლო პროცესი დღეს დისტანციურად მიმდინარეობს.

დღეს ითოვებს სპორადესის კუნძულებზე, თესალიასა და ევიაში, ასევე, პელოპონისოს ტერიტორიაზე. წვიმაა მოსალოდნელი კიკლადესის კუნძულებსა და კრეტაზე.

onalem

ტესტ