fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის სააპელაციო სასამართლომ ელენი ტოპალუდის მკვლელები დამნაშავედ კვლავ ერთხმად სცნო

ათენის შერეულ ნაფიც მსაჯულთა სააპელაციო სასამართლომ ელენი ტოპალუდის მკვლელები კვლავ ერთხმად სცნო დამნაშავედ. მოსამართლეებმა და ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხლად გადაწყვიტეს, რომ ორივე ბრალდებული დამნაშავეა ახალგაზრდა გოგონას სასტიკ მკვლელობაში, აღნიშნულის მოსმენისას კი, ელენის მამა ატირდა.

შეგახსენებთ, რომ ტოპალუდი 2018 წელს ალბანელმა და ბერძენმა ბიჭებმა გააუპატიურეს, ხოლო შემდეგ მოკლეს და კლდიდან გადააგდეს.

პროკურორის განცხადებით, ელენი ტოპალუდი არ დათანხმებია დამნაშავეებს არანაირ სექსუალურ აქტზე, რადგან ასე რომ ყოფილიყო, გოგონა ახლა ცოცხალი იქნებოდა და ყველაფერი ფატალურად არ დასრულდებოდა. ეს შედეგი ნიშნავს, რომ ელენი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და ბიჭებმა მისი თავიდან მოშორება ამის გამო გადაწყვიტეს. ყველაზე შემზარავი კი ის არის, რომ როდესაც კლდიდან წყალში გადააგდეს, გოგონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

ელენის დედა

 

onalem

ტესტ