fbpx
კრიმინალი

პალეო ფალიროში სახლების გაძარცვას სანტა კლაუსის ფორმებით ცდილობდნენ

შობის დღეები საბერძნეთში ყველაზე სასიამოვნოა, მაგრამ ამ დროს განსაკუთრებით აქტიურდებიან კრიმინალებიც, რომელთაც მდიდარი ფანტაზია აქვთ. პოლიცია ყოველთვის მოუწოდებს მოსახლეობას, რომ თუ შობა-ახალი წლის დღეებში ქალაქიდან გასვლას აპირებენ, სახლები მაქსიმალურად დაიცვან.

24 დეკემბერს სამმა პირმა ძარცვის ორიგინალური გზით განხორციელება გადაწყვიტა და სანტა კლაუსის ფორმებში შენიღბულები სახლებში შეღწევას ცდილობდნენ. ხურჯინებში კი ამისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტები ჰქონდათ.

მათდა საუბედუროდ, ყველაფერი ჩაიშალა, რადგან “საეჭვო სანტები” საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლებმა შენიშნეს და მაშინვე დააკავეს.

მათგან ორი არასრულწლოვანი აღმოჩნდა, ხოლო ერთი სრულწლოვანი პირი, რომელიც წარსულში მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი.

 

onalem

ტესტ