fbpx
საბერძნეთი

ექსპრეს-უამინდობა სრულდება: 33 გრადუსი შაბათ-კვირიდან საბერძნეთში

ექსპრეს-უამინდობის შემდეგ საბერძნეთში ტემპერატურა კვლავ საგრძნობლად მოიმატებს და შაბათ-კვირიდან ნამდვილი ზაფხული დგება. დღეს სუსხიანი ქარი ქროდა, თუმცა, შაბათიდან უკვე სანაპიროებსაც შეგვიძლია მივაშუროთ, რადგან ჰაერი 32-33 გრადუსამდე გათბება.

სინოპტიკოსი იანის კალიანო აცხადებს, რომ 22 მაისიდან ტემპერატურა კიდევ უფრო აიწევს და მომდევნო კვირაში რამდენიმე რეგიონში, დაბლობებზე უკვე 35-36 გრადუსი დაფიქსირდება.

ნელ-ნელა შესუსტდება ქარიც, თუმცა, არსებობს შანსი, რომ პერიოდული წვიმა შენარჩუნდეს ჩრდილოეთ საბერძნეთში, ძირითადად, მთიან რეგიონებში.

კონკრეტულად ათენში დაფიქსირდება შემდეგი ტემპერატურა:

პარასკევი: 25 ° C
შაბათი: 30-31°C
კვირა: 33°C
ორშაბათი: 32°C.

onalem

ტესტ