საგანგებო ინფორმაცია: კვირას ომონიაზე, პატისიონზე, სინდაღმაზე გზები გადაკეტილი იქნება

ათენის საინფორმაციო სააგენტო საგანგებო ცნობას ავრცელებს 17 მარტთან დაკავშირებით. კვირას ათენის ისეთ ცენტრალურ უბნებსა და გამზირებზე, როგორებიცაა: ომონია, სინდაღმა, პატისიონი, ალექსანდრა და სხვ. გზები გადაკეტილი იქნება და საგზაო პოლიცია საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

აღნიშნული მდგომარეობა დაკავშირებულია მარათონთან, რომელიც სწორედ მომდევნო კვირას ჩატარდება. გზები გადაკეტილი იქნება დილის 07:00 საათიდან შუადღის 13:00 საათამდე, საჭიროების მიხედვით.

საგზაო პოლიცია ავრცელებს ჩამონათვალს, თუ სად გადაადგილება იქნება გართულებული, არა მხოლოდ ქვეითების, არამედ, ცხადია, ტრანსპორტისთვისაც:

სინდაღმის მოედანი (ამალიის გამზირი)

ომონიის მოედანი

პატისიონის გამზირი

ალექსანდრას გამზირი

სიგრუს გამზირი

კალიროის

ვასილისის კონსტანტინოს

ვულიაღმენის

კიფისიის გამზირი

მესოგიონის გამზირი

ვასილისის სოფიას გამზირი.

 

 

melano

ტესტ