fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსი საბერძნეთში და პოლიციის გაორმაგებული რაოდენობა ქუჩებში

მას შემდეგ, რაც საბერძნეთის მთავრობის მითითების საფუძველზე ქვეყანაში ყველაფერი დაიკეტა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, მუშაობა პოლიციამაც გააძლიერა.

სამოქალაქო დაცვის მინისტრის, მიხალის ხრისოხიოდის ბრძანებით, პოლიციამ გაორმაგებული რაოდენობითა და ძალებით უნდა იმუშაოს ქალაქში, რადგან მძარცველთათვის მაღაზიებსა და სხვა ბიზნესზე თავდასხმისთვის ეს ხელსაყრელი პერიოდი შეიძლება აღმოჩნდეს.

ოფიცრები პატრულირებენ სავაჭრო ცენტრებთან, მაღაზიებთან და ა.შ.

ამასთანავე, აკონტროლებენ დაკეტილია თუ არა ყველა ბიზნეს დაწესებულება, რომელიც ბრძანების ქვეშ ექცევა, ვინაიდან, კანონის დარღვევის შემთხვევაში მათ ჯარიმა და პატიმრობა ელით.

პოლიცია შემოწმებას ჩაატარებს იმასთან დაკავშირებითაც, რომ არცერთ ადგილას 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება არ მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თითო პირს 1.000 ევროს ოდენობით ჯარიმა ელის.

onalem

ტესტ